loading...

ამას არავინ ელოდა - გიორგი კვირიკაშვილი მთავრობას უპირისპირდება

ამას არავინ ელოდა - გიორგი კვირიკაშვილი მთავრობას უპირისპირდებასაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამოსავლად შს მინისტრის გადადგომას, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მიიჩნევს

„დაუყოვნებლივ გამოაცხადოს პოლიტიკური რეფორმა, რომელიც მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:

1. საკონსტიტუციო ცვლილება შემდეგი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე (ბოლო ცვლილებების გატარებისას პოლიტიკური კონტექსტი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელისგან, თუმცა ალბათ სჯობდა მაშინვე განგვეხორციელებინა ეს ცვლილება თუნდაც ოპოზიციური ხმების გამოყენებით - და აქ საკუთარ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, როგორც ქართული ოცნების მაშინდელი თავმჯდომარე);

2. საკანონმდებლო (ან საკონსტიტუციო) ცვლილება, რომელიც სხვა დანარჩენ ვალდებულებებთან ერთად, როგორიცაა გადასახადების გადახდა და ა.შ., სავალდებულოს გახდის საქართველოს მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობას (ადამიანის უფლებების ზოგიერთი დამცველი, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ამ იდეას, თუმცა ეს კონცეფცია მუშაობს არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, და არ შეიძლება, 3.7 მილიონი მოსახლეობის ნახევარი ან უფრო ნაკლები ირჩევდეს ხელისუფლებას და განსაზღვრავდეს ქვეყნის მომავალს). ეს ცვლილება ასევე დაასრულებს გაუთავებელ საუბარს მმართველი ძალის პარტიული კოორდინატორების არაპროპორციულ გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და შედეგად პოლიტიკურ სპექტრს გაამრავალფეროვნებს.

3. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადება ახალი პრინციპების გათვალისწინებით.

4. შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა ასევე აიღოს პასუხისმგებლობა გუშინ დაზიანებული ჩვენი შვილების და საზოგადოების წინაშე და დატოვოს თანამდებობა.“- წერს გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუკზე.скачать dle 11.3
2 225 / 23 июнь 2019
loading...
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები