loading...

ამ წუთებში ინტერნეტ სივრცეში ნაც.მოძრაობის გეგმები ხდება ცნობილი

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს ბლოგერი ლევან გობრონიძე, რომელიც სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.“ის, რაც ახლა პარლამენტის წინ ხდება ძალიან საშიში მოვლენაა, პირველ რიგში იმ გულწრფელი ადამიანებისთვის, ვინც აქციაზე დგას და პროტესტს გამოხატავს, თუმცა, ფრთხილად,  ამ პროტესტს სათავეში უდგანან ისეთი უბინძურესი ადამიანები, როგორებიც არიან: მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და ძმანი მათნი, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური წყურვილის დასაკმაყოფილებლად ყველაფერზე წავლენ. ვითარების  გამწვავების მიზნით უკიდურეს ზომასაც მიმართონ, შეგნებულად არ ვწერ რას, მაინც ვფრთხილობ… და ეს ყველაფერი ხელისუფლებას დააბრალონ, ისინი ხომ ყველაფრის გამკეთებელი ნაძირლები არიან. ისინი არც იმ ადამიანებს დაინდობენ, ვინც აქციაზეა, რადგან  მათი პოლიტიკური ვნებები ყველა მორალს სცდება.
დააკვირდით მათ გავეშებულ, აგრესიულ  და დუჟმორეულ სახეებს. ირაკლი ოქრუაშვილი ელაპარაკება საზოგადოებას ხალხის სახელით, რომელიც ვირთხასავით დგას პარლამენტთან და ერთი სული აქვს სასურველი მომენტი დადგეს, რომ ველურივით შევარდეს შენობაში და გადატრიალება მოაწყოს, მისთვის ასეთი ველური მეთოდები უცხო არ არის.
ისე, ამ გავრილოვმა კარგი საბაბი მისცა და ახლა მის სახელზე მინიმუმ სანთელს უნდა ანთებდნენ ეს ნაძირლები და ვითომ პატრიოტები.
PS. სქემა გაშიფრულია.” – წერს ლევან გობრონიძე.скачать dle 11.3
3 791 / 21 июнь 2019
loading...
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები