loading...

ყაზბეგში მომხდარი ავიაკატასტროფის ახალი დეტალები, რომელიც ახლახანს გავრცელდა

ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია სავარაუდოდ, 3 ადამიანი. ცნობილია, რომ ვერტმფრენი კომპანია "ავიატორ პლიუსის" ეკუთვნოდა, ერთ-ერთი დაღუპული კი სავარაუდოდ, მფრინავია.
როგორც "ნიუპოსტს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ვერტმფრენი დაუსახლებელ პუნქტში ჩამოვარდა და ამ დროისთვის დეტალები დგინდება.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
скачать dle 11.3
391 / 06 июнь 2019
loading...
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები