loading...

მორიგი საჩუქარი ივანიშვილისგან, რომელიც ბევრი ქართველის ცხოვრებას მოულოდნელად შეცვლის

ფონდი ქართუს გადაწყვეტილებით 86 ქართველ სტუდენტს სანდიეგოს უნივერსიტეტში სწავლა დაუფინანსდება, ინვესტიციის საერთო მოცულობა 4 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.სან დიეგოს უნივერსიტეტის პროექტი საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც სხვადასხვა დონეზე ზუსტი და საბუნებისმეტყველო სწავლების ხელშეწყობას გულისხმობს, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ, რომელიც რუსთაველის თეატრში სან დიეგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადის გამოსაშვებ  ღონისძიებას დაესწრო.სან დიეგოს უნივერსიტეტს წელს საქართველოში პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს.
„მოგეხსენებათ, ეს პროექტის რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგია, რის შედეგადაც დაახლოებით 500 სტუდენტი მიიღებს ამერიკულ დიპლომს საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულებით“, – განაცხადა ირინა აბულაძემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა, ამერიკის ათასწლეულის კორპორაციასთან ერთად, ამ პროექტის თანადამფინანსებელია. გარდა ამისა, ფონდი „ქართუს“ მხრიდან ხორციელდება ძალიან მასშტაბური ინვესტიცია, რომელიც გულისხმობს 86 სტუდენტის დაფინანსებას, რაც ჯამურად ხუთ მილიონამდე ლარს შეადგენს.
„ვულოცავ სტუდენტებს დღევანდელ დღეს. დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა განათლების მიმართულებით კვლავ გაგრძელდება“, – განაცხადა ირინა აბულაძემ.
скачать dle 11.3
9 282 / 05 июнь 2019
loading...
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები