მე ვდებ პირობას, როდესაც ოპოზიცია გაიმარჯვებს მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს თავის ქვეყანაში

loading…

ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს თავის ქვეყანაში!

დიანა ტრაპაიძე:

„სააკაშვილის განწყობა კანით იგრძენით თქვენზე?“

გიორგი ვაშაძე:

„მიხეილ სააკაშვილს მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, რომ ჩემი მისამართით არაეთხელ პოზიტიური სიტყვები უთქვამს, თუნდაც პრემიერობასთან დაკავშირებით.

მაგრამ მე არ გამოვსულვარ და არ მითქვამს, რომ ეს ასეა!

მე და მიშას იმდენი საერთო გავქვს და იმდენი სინერგია გვაქვს ქმედებებში და იმ იდეებში, რომელიც გასაკეთებელია ქვეყანაში.

მოდით, ღიად ვთქვათ:

მე ვარ იმ ადამიანების თაობა, რომელსაც 23-25 წლის ასაკში მიხეილ სააკაშვილმა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი თავის რეალიზება მომეხდინა ქვეყანაში.

სწორედ ასეთი მიდგომა გვჭირდება, როცა ახალ ადამიანებს აქვთ თავისი თავის რეალიზების საშუალება;

მასთან პროფესიონალიზმი, პატიოსნება, სამშობლოს სიყვარული ფასდება; მე ამ ადამიანს ამიტომ ვაფასებ.

მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ისე კარგად ესმოდეს მიხეილ სააკაშვილის, როგორც მე. დარწმუნებული ვარ, ასე ესმის ჩემიც.

მიხეილ სააკაშვილი დღეს რომ საქართველოში იყოს, საერთოდ არ გვექნებოდა დისკუსია და პრობლემები ამ საკითხებთან დაკავშირებით.

ის არის ადამიანი, რომელიც რაც არის კარგი საერთო საქმისთვის იმას გააკეთებს.

მე ვდებ იმ პირობას, რომ ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა;

როდესაც ოპოზიცია გაიმარჯვებს მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს და დაბრუნდეს თავის ქვეყანაში!

მე მინდა ამ ქვეყნის აღმშენებლობა და იქ ვიქნები, სადაც ამას ხალხი მოითხოვს! „

გიორგი ვაშაძე

loading…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *