ბიძინა ივანიშვილის აღიარება და პასუხი ყველა კითხვას – კვირიკაშვილი…

loading…

მათ, ვინც არაფორმალურ მმართველობას მაბრალებს, არაფორმალურ მმართველობა საზოგადოებრივ კონტროლში ერევათ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი მასთან ფორმალურ ზარებს ახორციელებდა, ეკითხებოდა, რასაც შეძლებისდაგვარად პასუხობდა.

„არაფორმალურად არ ვმართავდი არც მთავრობას და მით უმეტეს, ხელისუფლებას. ამის კარგი მაგალითია ის, რომ საზოგადოებამ უკვე გაიგო – მე და კვირიკაშვილი მეგობრულად არ დავშორები​ვართ ერთმანეთს. აქ არის ეს კაცი და თქვას, რამდენად ვმართავდი და ვერეოდი მის ფუნქციებში. რა თქმა უნდა, ასე არ იყო. მცდელობაც კი არ მქონია. ძირითადი მცდელობა მქონდა სწორედ ეკონომიკის იმ ნაწილში, რომ ბანკებმა გადაჭამეს ქვეყანა და რეგულაციები უნდა შემოეღოთ, რასაც ვერაფრით ვერ მივაღწიეთ. მასთან დანარჩენ საკითხებში სხვა დაჟინებითი მოთხოვნები და ხშირი ზარები არ მქონია. თვითონ თუ რაღაც ფორმალურ ზარებს ახორციელებდა, მეკითხებოდა, მე შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი. არ არის ჩემი მეგობარი დღეს და ჰკითხონ, რამდენად ვმართავდი, თუ მქონდა მართვის მცდელობა – არავითარი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

loading…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *