მირჩევნია რუსული ტანკი ვიხილო ქართულ მიწაზე, ვიდრე ამერიკული – სოსო პავლიაშვილი

loading…

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი ოკუპანტი ქვეყნის ჯარზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მისთვის სასურველია საქართველოში რუსული ჯარი იყოს. ციტატას რუსული მედია აქვეყნებს:

„მირჩევნია რუსული ტანკი ვიხილო ქართულ მიწაზე, ვიდრე ამერიკული. ისევე, როგორც ჩემი შვილი სწავლობს სოვოროვსკის სასწავლებელში“, – წერს პავლიაშვილი.
ცნობილია, რომ სოსო პავლიაშვილი ბოლო წლებში სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა.

loading…

ლადო ბედუკაძე ნიკა გვარამიას ემუქრება – “გავუნგრევ თავ-ყბას”

loading…

ციხის კადრების ავტორი, ლადო ბედუკაძე, პოლიციამ განმეორებით განხორციელებული თავდასხმისთვის გვიან ღამით გამოკითხა.

ბედუკაძეს გამომძიებლები დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმ ინცინდენტისთვის კითხავდნენ, რომელიც მას „ინტერპრესნიუსის“ და „პალიტრანიუსის“ მიერ ინტერვიუს ჩაწერის დროს შეემთხვა, როცა მას უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სანთებელა ესროლა.

ბედუკაძე თავდასხმათა სერიის გაგრძელებას არ გამორიცხავს და აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრობას“ აკისრებს.

“ეს არის წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. სხვა მტერი ამ ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, არ მყავს. სააკაშვილის სექტის წარმომადგენლები დღეს არიან მელია, გონებაჩლუნგი საზოგადოება, ვაშაძე და მსგავსი პერსონაჟები. სისულელე მოიგონეს საერთოდ. წამებული დედა, სამი წელია ჩივისო, რას ჩივის. თენგიზ ნაზღაიძის დედა იცავს შვილის ინტერესებს. მომიკითხეთ გვარამია, გამოვიდეს სადაც უნდა, გავუნგრევ თავ-ყბას. დიახაც, ვემუქრები“, – განაცხადა ბედუკაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლადო ბედუკაძეს რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან ორჯერ დაესხნენ თავს. პირველად ის ნაცემი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მალევე დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ, მაშინ როცა ბედუკაძე „ინტერპრესნიუსს“ და „პალიტრანიუსს“ ინტერვიუს აძლევდა, ბედუკაძეს მოქალაქემ სანთებელა ესროლა.

15.02.2019

loading…

ლადო ბედუკაძე ყოფილმა პატიმარმა სცემა (ვიდეო)

ლადო ბედუკაძეს რუსთაველის მეტროსთან ყოფილი პატიმარი ფიზიკურად გაუსწორდა

loading…

( 14 თებერვალი, 2019 )

loading…

ინფორმაცია, რომელიც აქამდე არსად გინახავთ მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსთან დაკავშირებით

loading…

“ნაცმოძრაობის” ლიდერი არის არა სააკაშვილი, არამედ რულოვსი. ასე იყო 9-წლიანი რეჟიმის დროსაც. სანდრა მესიჯბოქსებს გასცემდა, სააკაშვილი კი ძალიან კარგი შემსრულებელი იყო”, – “პალიტრანიუსის” ეთერში ამ გადაცემის შემდეგ “კვირის პალიტრა” ამ სიტყვების ავტორს, ლალი მოროშკინას დაუკავშირდა:
– ჩემი წიგნი “მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი”, რომლის დაბე­ჭდვაც­ “პალიტრა L”-მა­ 2009 წელს გაბედა,ბესტსელერი გახდა. შემდეგ გერმანულ და რუსულ ენებზეც ითარგმნა და გამოიცა. 2009 წელს გახდა ლიდერი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. სხვათა შორის, სააკაშვილმა წელს თავის ინტერვიუში აღნიშნა, მოროშკინას წიგნი დიდი ხანია უკვე ფრანკფურტშია, სანდრასი კი ახლა გამოჩნდაო. 10 წლის შემდეგ წიგნი კიდევ პოპულარულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუილი არ გიწერია და მკითხველს შეუძლია დაეყრდნოს იქ მოყვანილ ფაქტებს.

loading…

სწორედ ამ წიგნში მოყვანილი მაქვს ბევრი ფაქტი, რომ თავიდათავი იყო სანდრა, სააკაშვილი კი კარგი სამუშაო­ პარტნიორი, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმი­ე­რ იდეას ხორცი შეასხას. 2003 წლის “ვარდების რევოლუციას” ჰყავდა თავისი ავტორები, სააკაშვილი შემსრულებელი იყო­. მაშინ ვამბობდი­ კიდეც, რომ ქვეყანას პირველი ლედი კი არა, პირველი მისტერი ჰყავს სააკაშვილის სახით და არავითარი პრეზიდენტი-მეთქი. დღეს ყველამ დაინახა, თუნდაც ზუგდიდის ინციდენტით, რომ დიახ, სანდრა იყო შემოქმედი ყველა ბოროტების, ყველა­ იმ დაგეგმილი პროვოკაციის, რაც საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს ციხეებში ხდებოდა. სანდრა ჩვეულებრივი ავანტიურისტია და ის არჩევნებში ცესკოს კანდიდატად არ უნდა დაერეგისტრირებინა, რადგან მასთან შეკითხვები აქვს პროკურატურას. სანდრა “ნაციონალების” მმართველობის წლებში კურირებდა სამედიცინო სფეროს, მაშინ ძალიან ბევრი პატიმრის გვამი გაფატრული, შინაგანი ორგანოების გარეშე მიიღეს ჭირისუფლებმა. ეს არის კითხვა, რომელზეც მე, ლალი მოროშკინას, საზოგადოებასთან ერთად მჭირდება პასუხი და ჯერ ვერ მივიღეთ.
– სად დაისვა ეს კითხვა? ეს ვერსია ყველას მოსმენილი გვაქვს, თუმცა არაოფიცი­ალურ დონეზე.
– მე, როგორც მაშინდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს, ციხიდან გაგზავნილი მაქვს არაერთი­ ხელმოწერილი აქტი და საჩივარი, თუმცა­ დღემდე თაროზეა შემოდებული. ძალიან ბევრი პატიმარი ამბ­ო­ბდა, რომ მივიდა სანდრა­ ასეთი და ასეთი­ მანქანით და გაიტანეს თუთიის ყუთ­ებით ეს და ეს. ეს ყველაფერი წარდგენილი მქონდა პროკურატურისთვის, მაგრამ…
– რის საფუძველზე ამბობთ, რომ რეალურად სანდრა რულოვსი იყო მმართველი და სააკაშვილი “პირველი მისტერი”?
– ამას ვამბობ ჩემი პირადი ურთიერთობების საფუძველზე. ძალიან ბევრი ვიცი, სანდრას არ ვუსურვებ, რომ მომინდეს ყველაფრის გახსენება…
– ცოტა მუქარაა, ხომ?
– რატომაც არა. მე გაცილებით მეტი შემიძლია გავიხსენო მასზე, ვიდრე ის გაიხსენებს ჩემზე, და მასზე გახსენებული­ ამბავი გაცილებით მეტად გაუფუჭებს მას ცხოვრებას, ვიდრე მე. მან ეს კარგად იცის და ამიტომაც მთელი ეს წლები თავს მარიდებს.

მინდა გითხრათ, რომ ჩემი სკოლის დროინდელი მეგობარი მიშა მსხვერპლია! ადამიანურად მაინც მიყვარს, რადგან ის მთელი ეს წლები არსებობდა. სულ ვამბობ, მიშა რომ ჩაჯდეს ციხეში და მოინანიოს, რაღაც პერიოდის შემდეგ გმირად გამოვა. მას აქვს უფლება­ იყოს ბედნი­ერი­ – მოიყვანოს ის ქალი, რომელიც დღეს უყვარს, ის ქალი, რომელიც დღეს მას ეტრფის­ და ელოდება! ბოლომდე არ უნდა ჩაჰყვეს წუმპეში იმ უბედურების მორევს, რომელიც მის გარშემო­ ტრიალებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მას ბოროტებისკენ უბიძგებენ. მე ის გაცილებით მეტად მიყვარს, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური ჰარაკირისკენ უბიძგებენ.

არსებობს ძველი ჩინური ანდაზა: “გაცილებით რთულია თამაშიდან გამოსვლა, ვიდ­რე თამაშში შესვლა”.
მიშა ისეთ თამაშშია შესული, რომლიდან გამოსვლაც თამაშში შესვლაზე ბევრად ღირებულია. ბევრი­ შეეწირა პოლიტიკურ თამაშში შესვლასა და დარჩენას…
– რის საფუძველზე ამტკიცებთ, რომ სანდრა მთავარი შემოქმედია, მიშა კი შემსრულებელი…
– ყველამ იცის, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით და ამაზე აღარ შევჩერდები… მეგრული “დიდოუნანა” და ეს ყველაფერი სპეცსკოლების იაფფასიანი ხრიკებია. ამ მეთოდით მარტივად ხდება ისეთი ბანანის რესპუბლიკების დაპყრობა, როგორადაც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა მიიჩნია სანდრამ, მაგრამ ეს ქვეყანა ნამდვილად არ არის ბანანის – მიხარია, რომ მეგრელი ხალხი ბრძენი აღმოჩნდა, თუმცა მაინც დიდი ნაწილია მოქცეული სანდრას ვამპირულ-მისტიკურ-ჯადოქრულ წრეში. ერთი რამ კარგად ვიცი – მიშა ნაკლებად ტოქსიკურია, ვიდრე სანდრა და მისი მხარდამჭერები. ყველამ კარგად იცის, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება, სანდრა გაიპარება ზუგდიდიდან, არანაირი იარაღის ხელში ამღები არ არის და მშვენივრად იცის, როგორც დაისჯება. არც დამკვეთებისგან აქვს მიღებული იმხელა მანდატი, რომ იარაღი აიღოს­ – გადასარევად იციან, იარ­აღი საქართველოში ვერ შემოვა…
– სააკაშვილისა და რულოვსის შესახებ რისი გახსენება შეგიძლიათ?
– ორივეს ჰქონდა თავისი პრივატული ცხოვრება, ცალ-ცალკე, და ეს ყველამ იცის თავისი სახელებით, გვარებითა და ადამიანური ტრაგედიებით.
– რუსულ ეთერში ამბობდით, სააკაშვილის­ ქალებზე საუბარი გადაჭარბებულია და ეს პიარტექნოლოგიის ნაწილი იყოო.
– რა თქმა უნდა, მიშას იმდენად კარგად ვიცნობ, ზუსტად ვიცი, ეს არ არის მიშას სახე. რუსულ ეთერში არასდროს მიჭორავია მის პირად ცხოვრებაზე, პირიქით, სულ ვამბო­ბდი, ეს გჭირდებათ თქვენ, რადგან, ალბათ, გინდათ გადაფაროთ რაღაცა უფრო სერიოზული-მეთქი.

არა ვარ მომხრე მის პორნოგრაფიულ აღვირახსნილობაზე საუბრის. უარესებს აკეთებენ, მაგრამ პასუხს არავინ სთხოვს. მე მიშასთან სხვა პრეტენზია მაქვს – ყოფილიყო აღვირახსნილი, მაგრამ არ ყოფილიყო გირგვლიანი; ყოფილიყო აღვირახსნილი, მაგრამ არ ყოფილიყო ამდენი დატყვევებული ბიზნესმენი; ყოფილიყო აღვირახსნილი, მაგრამ არ გადაეფორმებინათ ღამის 3 საათზე ბიზნესმენებს ქონება “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისთვის; ყოფილიყო აღვირახსნილი, მაგრამ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილიყო 8 აგვისტო…
– თქვენ სააკაშვილს ბავშვობიდან იცნობთ­, როგორი ბავშვი იყო?
– ნიჭიერი, ჭკვიანი, განებივრებული. ჩვენ ცნობილ და პრესტიჟულ სკოლაში – პირველ ექსპერიმენტულში ვსწავლობდით, სადაც ყველა ვიღაცის შვილი იყო. მერე ორივემ სწავლა ასევე ცნობილ 51-ე სკოლაში გავაგრძელეთ. მას ვერ გაუგეს სკოლელებმა, კლასელებმა, და ეს დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც მიშას ფსიქიკაში დიდ კომპლექსად ჩამოყალიბდა და სამწუხაროდ, გაჰყვა – გახსოვთ, ალბათ, მიშა მოვიდა თუ არა, 14 წლამდე დასწია არასრულწლოვნებისთვის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს მისი ბავშვობის ტკივილი იყო.
– რა იყო ამის მიზეზი?
– არ უნდოდა გაკვეთილებიდან გაპარვა, შატალოზე წასვლა, მოკლედ, არ იყო გუნდის წევრი. ბულინგი სასტიკი რამ არის და სკოლებში ყოველთვის არსებობდა.
– ანუ სააკაშვილი ბულინგის მსხვერპლი იყო?
– რა თქმა უნდა, 100%-ით მსხვერპლი! სამწუხაროდ, მათ შორის, ვისაც მIიშა არ მოსწონდა და მიაჩნდა, რომ უნდა დაებულინგებინა, ერთ-ერთი ჩემი ყოფილი ქმარიც იყო. დღეს ის ცოცხალი აღარ არის… სამაგიეროდ, მიშამ შემდეგში ყველაზე ჯავრი იყარა, ზუსტად ვიცი, პირველი სია, რომელიც დაიდო, ჩემი ყოფილი მეუღლით, ნუკრი ჩაგანავათი იწყებოდა.
მიშას წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლე – 9 წელი ქუჩაში ვიდექი, თუმცა ყველაზე კარგ პირობებს მთავაზობდა… 2002-შიც შევხვდი მას, 2008-შიც, ჩემი სათქმელი ნათქვამი მაქვს, ჩემი სინდისი სუფთაა. მეთიუ ბრაიზასთან ერთად ჩვენი შეხვედრა 2008 წელს შედგა. მითხრა, შენ და შენნაირებს არ მოგინდათ ჩემ გვერდით დგომაო და მაშინაც ისევ ის გულნატკენი თინეიჯერი დავინახე, როგორც ოდესღაც, მე-8 კლასში.

გივი სიხარულიძეს სკანდალური განცხადება – ამას არავინ ელოდა

loading…

„შეიძლება უკრაინელებს ეწყინოთ, მაგრამ როგორც ჩანს უკრაინაში საქმე ძალიან ცუდადაა, თორმე რატომ უნდა დანიშნო შენი ქვეყნის ვიცე-პრემიერად დევნილი კაცი, რომელსაც ციხე ემუქრება?! დალაგებული ქვეყანა რომ იყოს, ასეთ გადაწყვეტილებას ხომ არ მიიღებდნენ?!” – ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე გავრცელებულ ცნობებს, რომლებიც ჯერ საბოლოოდ არც დადასტურებულია და არც უარყოფილი.

„არც მიშას დროს ვიყავი მთავრობის მეხოტბე და არც ახლა ვარ, მითუფრო, თუ ვინმეს არ მოვწონვარ, ეს ხალხი დღეს ყველა ივანიშვილის გარშემო ტრიალებს. ისე, არც მე მომწონს ეგენი. ყოველთვის პატიოსნად ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, ახლა მითუმეტეს. კორონა თუ დამეჯახა, საბოლოოდ წამაქცევს.

„ძალიან სასაცილოა ის აჟიოტაჟი, რაც ჩვენთან ხდება სააკაშვილის უკრაინულ ისტორიასთან დაკავშირებით, ეტყობა მართლაც მაგარია, რამდენი ბრალდება წაუყენეს და ძვრა ვერ უქნეს, აქეთ იმუქრება. ისიც სასაცილოა, რომ უკრაინაში ვიცე-პრემიერად უპირებენ დანიშვნას. შეიძლება უკრაინელებს ეწყინოთ, მაგრამ როგორც ჩანს უკრაინაში საქმე ძალიან ცუდადაა, თორემ ამხელა ქვეყანას რატომ ჩაბარებენ საქართველოდან გაგდებული კაცს, რომელსაც ციხე ემუქრება?! დალაგებული ქვეყანა რომ იყოს, ამ გადაწყვეტილებას ხომ არ მიიღებდნენ?!

„მე ვფიქრობ, რომ მიშა ამ თანამდებობაზე არ დანიშნება, ამას ოლიგარქები არ დაუშვებენ, უკრაინა კი ოლიგარქების ქვეყანაა. ძალიან კარგად იციან, რომ პირველ რიგში მაგათ წმენდას დაიწყებს და ჭკუა უკვე ისწავლეს. ისე, სააკაშვილისთვის უკეთესიც შეიძლება იყოს, რომ არ დანიშნონ, თავისებურად თუ გაუტია, რა იცი რა მოხდება…” – განაცხადა “რეზონანსთან” გივი სიხარულიძემ.

loading…

როგორ აშანტაჟებდა დათა ახალაია სასულიერო პირებს – შოკისმომგვრელი ინფორმაცია სრულიად საქართველოსთვის

loading…

“ნაციონალურ მოძრაობას” წინამძღვრები მიჰყავდა უცხოეთში, ასვენებდნენ, მერე ვიდეოს უღებდნენ. როდესაც ციხის კადრები გავიდა, დათა ახალაია და სოსო თოფურიძე მოვიდნენ საპატრიარქოში და პირდაპირ მოსთხოვეს საპატრიარქოს, თუ მათ ჩვენ მხარს არ დავუჭერდით ამ კადრებს აუცილებლად გაასაჯაროებდნენ და ეკლესიას ცუდ დღეში ჩაგვაგდებდნენ, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

დეკანოზის მტკიცებით, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი მათ ეკლესიის გაქრობით ემუქრებოდა. კეკელია არ ასახელებს აღნიშნულ პირს და ამბობს, რომ ის “ღმერთმა უკვედასაჯა”

“ყველაზე დიდი ფული ეკლესიაში დახარჯა “ნაციონალურმა მოძრაობამ” , ყველაზე დიდი დაფინანსება “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიდან წამოვიდა. მახსოვს, რომ წინამძღვრები მიჰყავდათ უცხოეთში ასვენებდნენ, მერე ვიდეოს უღებდნენ ამას და მთელი ეს ვიდეო გადაღებები, ფარული ჩანაწერები.. ..როდესაც ციხის კადრები გავიდა, მაშინ საპატრიარქოში ვიყავი, დათა ახალაია და სოსო თოფურიძე მოვიდნენ საპატრიარქოში და პირდაპირ მოსთხოვეს საპატრიარქოს, კადრების შემდეგ თუ მათ ჩვენ მხარს არ დავუჭერდით, აუცილებლად ისინი ამ კადრებს ნელ-ნელა გაასაჯაროებდნენ და ეკლესიას ცუდ დღეში ჩაგვაგდებდნენ.

26 მაისს, როდესაც მიტინგი დაარბიეს, მაშინაც იქ ვიყავით, პატრიარქი ტელეფონზე დავალაპარაკეთ, ვინც უფროსები იყვნენ, მათ დავალაპარაკეთ, კინო “რუსთაველში” როცა შევედით, მეუფე იაკობმა ხმამაღლა ჩართო ტელეფონი და ვთხოვდით ხალხი არ ეცემათ, ასეთი რამ გვითხრეს – კომუნისტების დრო მოგენატრებათო, ისეთ დღეში ჩაგაგდებთ თქვენ, ისეთ დღეში ჩავარდებით მღვდლები, კომუნისტების დროს ინატრებთ, საერთოდ გავაქრობთ ეკლესიის სახელს. ეს გვითხრა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ვინც ამათ მართავდა. ის ისეთი ადამიანია, ღმერთმა უკვე დასაჯა და კიდევ დაისჯება ღვთის წინაშე”,-აცხადებს დეკანოზი კეკელია.

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ასევე ისაუბრა 2004 წელს ეკლესიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზეც. მისი განცხადებით, დღეს საპატრიარქოს გარშემო განვითარებული პროცესები სწორედ აღნიშნულის გაგრძელებაა.

“2004 წელს სტუდენტი ვიყავი, მაშინ აკადემიის წინააღმდეგ მოძრაობა დაიწყო, პატრიარქს ადანაშაულებდნენ. მაშინ სასულიერო აკადემიაში 24 კაცი მოძებნეს, რომლებმაც “24 საათში”(მაშინ ბოკერია და უგულავა მართავდნენ ამ გაზეთს), დაწერეს წერილი ეკლესიის წინააღმდეგ. გეტყვით, რატომაც ვახსენე ბოკერია. 2004 წელს, როდესაც გაზეთი აუჯანყდა საქართველოს პატრიარქს და სასულიერო სემინარიას, დღეს მათგან ნაწილი თეოლოგებად გვევლინებიან, როცა უცხოეთიდან გვერთვებიან – ეს 24 სტუდენტია. ჩვენი მეგობრებიც იყვნენ, რომლებმაც დატოვეს ეს 24 კაცი და გვეუბნებოდნენ, რომ ესენი ყოველდღე ბოკერიასთან იკრიბებოდნენ და ბოკერია პირადად აძლევდა მითითებებს, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რა გაეკეთებინათ და როგორ უნდა შემოეტანათ შფოთი ეკლესიაში. მერე ეს სტუდენტები, რომლებიც ბოკერიასთან ბოლომდე დარჩნენ, ყველა უცხოეთში გაიგზავნა, ყველამ ევროპაში განათლება მიიღო. ანუ, მათ პირობა ჰქონდათ იმის, რომ თუ ესენი ასე მოიქცეოდნენ, მათ ფინანსურადაც უცხოეთში სასწავლებელს მოუწყობდნენ და ყველა მათგანი დღეს სწავლობს უცხოეთში.

ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სასულიერო პირები, რომლებიც ეკლესიის წინააღმდეგ გამოდიან დღეს, რაც ძალიან ცუდია, არ შეიძლება მღვდელი, რომელიმე პოლიტიკურ მხარეს იყო, ან “ნაციონალური მოძრაობის” ან “ქართული ოცნების”. მღვდელი “ისტი” არ უნდა იყო, მღვდელი ქრისტესი, ქრისტეს მხედარი უნდა იყო. მაგალითად , მე არასდროს არც ერთი პარტიის მხარეს არ ვდგავარ. ყოველთვის ვიდექი ქრისტეს მხარეს, მაგრამ ჩემი შეხედულება მქონდა, ამ მთავრობასთანაც მაქვს ჩემი პრეტენზია, იმ მთავრობასთანაც და ყოველთვის.

ეს ყველაფერი არის გაგრძელება – 2004 წელს დაიწყო ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, მაშინაც ითხოვდნენ პატრიარქის გადაყენებას, მაშინაც ჰყავდათ მათ ეკლესიაში მომხრეები, მაშინაც ჰყავდათ სასულიერო პირები მათი მომხრეები, რომლებიც ეწინააღდეგებოდნენ პატრიარქს, როგორც ახლა. ეს ბრძოლა ახლა კი არ დაიწყო, მეუფე პეტრემ კი არ დაიწყო, ეს ბრძოლა მოდის და მას თავისი წარსული აქვს. ზუსტად ვიცი, ვისთან იკრიბებოდნენ მაშინ, რატომ იკრიბებოდნენ, როგორ იგეგმებოდა ეს ყველაფერი ეკლესიის წინააღმდეგ”, – აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია.

წყარო: timenews.ge

loading…

სკანდალური ინფრომაცია, ამ წუთებში ხდება ცნობილი “ბატონო ირაკლი, მალე გრანდიოზული საბოტაჟი გემუქრებათ”

loading…

შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის მეთაური დავით ნემსაძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს:,,ეჰ ბატონო ირაკლი თქვენი დამნაშავე ხელქვეითების ნებაზე თუ მართეთ უწყება გრანდიოზული გეგმების მაგივრად გრანდიოზულ საბოტაჟს ვერ ასცდებით.
გოგიტა ფარცვანია წინა ხელისუფლების მიერ ნაწამები ომის მონაწილე ოფიცერია.

შეგახსენებთ მის სიტყვებს საწამებელში ,, გლდანის ციხეში ისე გვცემდნენ ჩვენი სისხლით ვანის ტრაპები ივსებოდა”
ეს ის ოცმეთაურია რომელსაც ბატალიონის დაშლა დააბრალეს. დიდი ფილოსოფია და სამხედრო განათლება არ უნდა იმას რომ ოცი კაცის მეთაური ათასხუთას კაცს ვერ დაშლის. 
უნდოდათ და დაიჭირეს – ბატონო ირაკლი ასე მოიქცნენ თქვენი დღევანდელი ხელქვეითები. რატომღაც მაშინ როგორც თქვენ დროს ისინი ასე ცინიკურად წყვეტდნენ ადამიანთა ბედს, გოგიტა ფარცვანია ციხიდან ფსიქოლოგიური პრობლემებით გამოვიდა ბოლომდე განადგურებული კაცს სახლში მიუარდნენ და უთხრეს
– ,,თუ ხმას ამოიღებ ისევ იქ დაგაბრუნებთო”
რომ არ გთვლიდე კაცურ კაცად სხვა ტონითაც მოგმართავდი, რბილად რომ გითხრათ ახლა რასაც გეტყვით არათუ თქვენს წარმოებულ პოლიტიკას ვნებს არამედ თქვენს პერსონას ანულებს გამოყავს ის მატყუადა და მხოლოდ სიტყვით მოსაქმედ- მე ვიცი ეს ასე არაა მაგრამ ხალხს ,,ფიცის სწამს ბოლო კი აკვირვებს”.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ გოგიტა ფარცვანია ტიპიურ მონად მუშაობდა, სააკაშვილის ქუთაისური პარლამენტის მშენებლობაზე სადაც დღეში 20 ლარს აძლევდნენ აქედან 10 ლარი ხონიდან მგზავრობისთვის გზაში უნდოდა ხოლო ე.წ. პრარაბები დღეში მინიმუმ 5 ლარს ჯარიმას ადებდნენ ყველას მათშორის გოგიტასაც გამოდის რომ დღეში 5 ლარად მუშაობდა.
როგორია არა ორი შვილის მამა, ომის ვეტერანი და გლდანის ჯურღმულებს გამოვლილი კაცი.
არადა რამხელა იმედით უნდა შეხვედროდა ხელისუფლების ცვლილებას. 
ალბად შორს წამიყვანს იმაზე საუბარი რომ თქვენს მიერ კორუფციის გამო მოხსნილმა მინისტრმა ალასანიამ და არც სხვა მისმა შემდეგ მორბედმა ამ კაცს რეაბილიტაციის უფლება არ მისცე.
ჯანდაბას ყოველი თავდაცვაში ჩაბუდებულ მკვლელებს მათი მოკლულის და გაცოცხლებული გვამის ხილვა რომ არ სურდათ გასაგებია.
ოცნებების გაცუდებაზე და გაცრუებაზეც საუბარს არ მოვყვები.
ერთადერთი რამ ვთხოვე გენერალ შავლეგო ტაბატაძეს იქნებ ეგ ნაწამები ბიჭი სადმე დაასაქმო ბოლო ბოლო ვეტერანიათქო- მაშინ იმერეთის გუბერნატორად იყო ერთადერთი კაცია ვინც სიტყვა შეინახა ადგა და ფაროსანების ბრძოლის სამსახურში მძღოლად დაასაქმა.
ამის გამო მადლობას ვერავის ვეტყვი , საწყალი ბიჭი მუხლზე დაჩოქილი ილოცებოდა თავი ადამიანად ვიგრძენიო ბოლოს ვთხოვე შავლეგოს იქნებ მისი გამოცდილება არ დავკარგოთ ჯარში თუ არ აბრუნებენ მისი დამჭერები იქნებ რეზერვში მაინც მიღოთ მეთქი.
ფაროსანებთან პრევენციული ბრძოლა 6 თვიანი იყო ასე რომ დამთავრდა მისი სეზონური სამუშაოც, ეგონა რეზერვში მიიღებდნენ დარეკეს და უთხრეს კიდეც ჩარიცხული ხარო მაგრამ უცებ მაგიურმა ხელმა ჩაჩიბაიას თამადობით ისევ დარეკა საჭირო ადგილზე და უკვე მეორე ზარით აცნობეს ,,შენი ადგილი ჩვენთან არ არისო”.
სიტუაციას ვერაფრით ვერ შევარბილებ და პირდაპირ გეკითხებით ,,გენერალ ფ&&& წოდებული ლელა ჩიქოვანის ადგილი გაქვთ უწყებაში რომელის მოხსნაც ამერიკდლებმა არ დაგანებეს რომელმა ქალმაც კაბინეტში მიისაკუთრა უმაღლესი სამხედრო ჩინი მისი შვილი დაასაქმა უშიშროებაში, მისი და და სიძე თავდაცვის სამინისტროში, მისი დის შვილის ნათლია მინისტრის აპარატის უფროსად და ნაომარი რეპრესირებული და ნაწამები გოგიტა ფარცვანიას ადგილი არ გააქვთ?
გაერკვიეთ რახდება თქვენს უწყებაში ძირს ლაფართქით კი არა ბულდოზერით გითხრიან- ასე კი დიდი რეზერვის მაგივრად დიდ საბოტაჟს მიიღებთ. ჯარს არ მოსწონს ის რაც ხდება, ჯარში არასოდეს არაფერი არ იმალება.
და ჩემი მეგობრული რჩევა იქნება ფაქიზად შეამოწმოთ მოცემული რჩევები თქვენი ,,კეთილის მსურველების” რადგან ეროვნული ხელისუფლების მტრები მასზე ტყვიის მსროლელები და ყველა თავდაცვის მინისტრს მორგებული ტიპები ვერანაირი დროშები და ტრაფარეტები ვერ იქნებიან.
ვეტერანთა დეპარტამენტი თუ რაღაც სამსახური მის ადგილზე რომ იყოს მაშინ ამ მომართვის ადრესატი თქვენ არ იქნებოდით იქედან მხოლოდ იმ უპასუხისმგებლო ხალხს ვხედავ რომლებიც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის თავს დებდნენ ხოლო მოგვიანებით მის მიერ შეწყალებული პედოფილის და მკვლელის საქმეზე პოზიცია თურმე ვერ გამოხატეს.
მართლა არ ვარ თქვენი მტერი პირიქით მხარდამჭერიც ვარ მაგრამ ვერც თქვენი დამნაშავე ხელქვეითების მოღალატეობტივ ქმედებაზე ვერ დავხუჭავ თვალებს.
რაც გითხარით პატივისცემით და ჩემი ერის სიყვარულით გითხარით. შემეძლო საერთო მეგობრისთვის დამერეკა მაგრამ რაც პირდაპირაა სათქმელი შენი ერის ზურგს უკან არუნდა იკადრო.
თქვენ გმტრობენ საკუთარი უწყებიდან – ამ ეტაპზე მე მეტს არაფერს არ ვიტყვი.
P.S. მარსელში ვარ აქაურ სმხედრო ვეტერანს მოუყევი რასაც თქვენ საჯაროდ მოგმართავთ.
თვალები ცრემლებით გაევსო მეორე დღეს მოვიდა და საგანგებოდ მითხრა ,,ეს ღალატიაო”
სამწუხაროდ ვეთანხმები გთხოვთ უნებლიეთ არ გახდეთ ამ შეთქმულების მონაწილე.
პატივისცემით შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, სამშობლოდან პოლიტიკური ნიშნით დევნილი ორგანიზაცია შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის მეთაური დავით ნემსაძე.”

loading…

2019წ.

ინგა გრიგოლიას სკანდალური და ყველასთვის მოულოდნელი განცხადება – ამას არავინ ელოდა

loading…

ტე­ლე­კომ­პა­ნია “პირ­ვე­ლის” დი­რექ­ტო­რის, ინგა გრი­გო­ლი­ას თქმით, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა მე­დი­ა­მე­ნე­ჯე­რებ­თან უცენ­ზუ­რო ლექ­სი­კით და­ი­წყო სა­უ­ბა­რი.ინგა გრი­გო­ლი­ამ პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მა­ჭა­ვა­რი­ან­მა მის წი­ნა­მორ­ბედ ბახ­ტა­ძეს “უტ…ო” უწო­და:
“მა­პა­ტი­ეთ, ცხოვ­რე­ბა­ში არ მით­ქვამს ეს სი­ტყვა, რაც ახლა უნდა ვთქვა პირ­და­პირ ეთერ­ში და პი­რო­ბას ვდებ, ეს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლად და უკა­ნას­კნე­ლად… გა­ინ­ტე­რე­სებთ ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი რას ეუბ­ნე­ბო­და შეხ­ვედ­რა­ზე მყოფ მე­დი­ა­მე­ნე­ჯე­რებს? წი­ნა­მორ­ბე­დებ­ზე მან თქვა ეს სი­ტყვა: ისი­ნი იყ­ვნენ უტ­რა­კო­ე­ბი, აი ეს სი­ტყვა გა­ი­მე­ო­რა სამ­ჯერ…
მა­პა­ტი­ეთ, რომ ეს ვთქვი, მაგ­რამ უნდა მეთ­ქვა, იმი­ტომ რომ ამან გა­მი­ჩი­ნა პრო­ტეს­ტი. რო­დე­საც მთავ­რო­ბის წევ­რი, ასე­თი კრი­ზი­სის დროს მე­დი­ა­მე­ნე­ჯე­რებ­თან ასეთ სი­ტყვას ხმა­რობს, ეს არის ყვე­ლა­ზე შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი.

და მთა­ვა­რი იცით რა არის? მან ეს სი­ტყვა თქვა წი­ნა­მორ­ბედ მი­ნის­ტრზე – ყო­ფილ პრე­მი­ერ­ზე, ყო­ფილ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრზე მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე­ზე. ანუ ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა იმ შეხ­ვედ­რა­ზე ჩემს კო­ლე­გებს უთხრა – მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე იყო უტ….ო” – გა­ნა­ცხა­და გრი­გო­ლი­ამ “ტვ პირ­ვე­ლის” ეთერ­ში.
ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე მისი წი­ნა­მორ­ბე­დი მი­ნის­ტრი, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე უცენ­ზუ­რო რეპ­ლი­კით მო­იხ­სე­ნია.
მა­ჭა­ვა­რი­ან­მა გრი­გო­ლი­ას ბრალ­დე­ბას „ტყუ­ი­ლი“ და „სი­ბინ­ძუ­რე“ უწო­და.
„არა­ვის უკ­ვირს, როცა ჩვენს მე­დი­ა­ში პე­რი­ო­დუ­ლად გა­იჟ­ღე­რებს ტყუ­ი­ლი. ამა­ზე დიდი ტყუ­ი­ლი და სი­ბინ­ძუ­რე მე დიდი ხა­ნია არ მო­მის­მე­ნია. მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე­სა და მისი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ზე სა­უ­ბა­რიც არ ყო­ფი­ლა, რომ რამე მი­ნიშ­ნე­ბა ყო­ფი­ლი­ყო.
იყო სა­უ­ბა­რი ამა­ზე, რომ ჩემ­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა­ტომ მი­ე­ცა “რუს­თა­ვი 2”-ს და­ვა­ლი­ა­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა 2017 წლის მარ­ტამ­დე, როცა ეს და­ი­წყო 2016 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან, თო­რემ მარ­ტის მერე, როცა და­ვა­ლი­ა­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბა გაგ­რძელ­და იმი­ტომ, რომ სტრას­ბურ­გის მო­სა­მარ­თლემ შე­ა­ჩე­რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, იქ იყო ასე­თი მი­ნიშ­ნე­ბა, რომ მთავ­რო­ბამ უნდა შე­ი­კა­ვოს თავი ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­გან, რო­მე­ლიც გა­მო­იწ­ვევ­და შე­ფერ­ხე­ბას და ის, რომ მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა 2017 წლის მარ­ტი­დან ეს გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, მეს­მის.
ვინც გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, ეს ბევ­რად უფრო ადრე იყო, ვიდ­რე მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე იყო და მას კავ­ში­რი არ აქვს, ამ სა­ხელ­სა და გვარს შეხ­ვედ­რა­ზე არ გა­უ­ჟ­ღე­რე­ბია…
პირ­წმინ­დად მო­ტყუ­ე­ბაა, პირ­და­პირ ეთერ­ში მო­ი­ტყუა. ეს არის სი­ბინ­ძუ­რე. რამ­დე­ნიც უნ­დათ იტყონ, რო­მელ მი­ნის­ტრსაც ამით აშან­ტა­ჟებ­დნენ, გა­აგ­რძე­ლონ შან­ტა­ჟი, გა­და­ი­ხა­დონ გა­და­სა­ხა­დი და იტყუ­ონ რამ­დე­ნიც უნ­დათ”, – გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა “ტვ პირ­ვე­ლის” ხელ­მძღვა­ნე­ლის, ინგა გრი­გო­ლი­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მი­ნის­ტრმა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე უხამ­სი რეპ­ლი­კით მო­იხ­სე­ნია.

loading…

ამ წუთებში მოგვაწოდეს ინფორმცია – სასტიკად ცემეს გიგა ბოკერია

loading…

„ახლა მომწერეს ქუთაისიდან, გიგა ბოკერია უცემიათ ქუთაისში. მოინდომა სეირნობაო ქუჩაში. რაღაც მართლა არ ჩანს. ვსიო, ნაცებო. სადაა თქვენი ბოკერია, ხალხს რომ ემუქრებოდა?“ 

„ბექა, გამარჯობა, ძმაო, რომ არ მეთქვა, ვერ მოვისვენებდი. გიგა მოიკითხე, ერთი, ბოკერია. სახე გააძრეს გუშინ, ისე ცემეს ქუთაისში. სეირნობა მოუნდა ბიჭს ქალაქში და მიიღო კიდეც – „ქართული მარშის“ წევრი ბექა ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ქუთაისიდან მიაწოდეს:
მოგვიანებით, ბექა ვარდოსანიძემ განაცხადა, რომ ურჩიეს, ეს ამბავი არ გაეხმაურებინა, რადგან შეიძლებოდა ამას „შარი“ მოჰყოლოდა: „კაცი, რომელიც მთელ საქართველოს ემუქრება და ციხეში უნდა იჯდეს, მისი ცემის შესახებ არ უნდა გაჟღერდეს თურმე ინფორმაცია. არ გაიშაროვო. ვინ კაცო? რაზე? თვით მხილველი ვარ თუ რაა? როდიდან გახდა ინფორმაციის დადება სისხლის სამართლის დანაშაული? ვისზე კაცო ბოკერიაზე? ციხეში, რომ უნდა იჯდეს? დღემდე რომ უდევს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მინისტრის განცხადება ბოკერიას გაფლანგულ მილიონებზე? საქართველოს მთავრობა ეს დანაშაულია თუ არა? თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე დასმულ კითხვებზე პასუხისას ხაზი გაუსვა წინა ხელისუფლების პერიოდში გახარჯულ თანხებს თავდაცვის სამინისტროში და განაცხადა, რომ 2005-2008 წლებში 32 მილიონი დოლარი გაქრა, კერძოდ, სამხედრო ტექნიკის შესაძენად გათვალისწინებული. იზორიას თქმით 8 მილიონი ევრო დაიკარგა სწორედ 2012 წელს სატანკო ნაწილების შესაძენად და ეს საქმეები პროკურატურაშია“, წერს ბექა ვარდოსანიძე.  

არქივიდან: 2019წ. დეკემბერი

loading…

მუქარა ნიკა გვარამიას “ელოდე უარესს მითხრა ივანიშვილმა ჩემს ბავშვებზე”

loading…

ჩემს შიშებზე უნდა დავწერო.მშიშარა არ ვარ, ბევრმა იცის, ალბათ. უფრო მეტი, ალბათ, მიხვდა. მაინცდამაინც, არც არასდროს ვყოფილვარ, პრინციპში. უბრალოდ, სადღაც 2015დან, რაც სიკვდილის შიში დავძლიე, საერთოდ დამავიწყდა, შიში რას ნიშნავს.
ჩემი შვილის თვალთავლის ვიდეო რაც ვნახე, “პაატას თავივით” ყუთით რომ გამომიგზავნეს, შიში დაბრუნდა. შიში არა საკუთარი თავის გამო, არამედ მათ გამო, ვინც საკუთარ თავს მირჩევნია და ვისი დაცვის ყველაზე დიდი ვალდებულება მაქვს ამ ქვეყნად. ვისი გაუმართლებელი და მუდმივი და უმართავი რისკის ქვეშ დატოვება არაფერში არ წერია, რაც ჩემს ფასეულობების სისტემას ქმნის და ვერც საღი აზრის ტესტს უმკლავდება.
ფორმალურად, ლეგიტიმურია თუ არა ეს მასალები, მეასეხარისხოვანია, – ტყუილად, უფრო მეტიც, აფიშირებულად ტყუილად უთვალთვალებდნენ ჩემს პატარებს. მათ შორის, სასურველი ფაქტის დადგენის შემდეგაც. კიდევ მეტი, აფიშირებულად გამაგებინეს, რომ აკონტროლებდნენ მათ გადაადგილებას (ეს უკვე მეორედ გამაგებინეს. პირველად, შანტაჟის დროს, რ2ში რომ ვიყავი).
არა და:

loading…

 ერთი შეკითხვა და ერთი პასუხიც საკმარისი იყო – არც კი დასმულა;
  ეს მანქანა ჩემს საცხოვრებელ ეზოში იყო მუდმივად დაპარკინგებული და ერთი ჩაჯდომა, ჰა – სამი, და ამდენივე გადმოჯდომა გადაღებულიყო, სრულიად საკმარისი იყო იგივე შედეგის მისაღწევად. მაგრამ არა – სწორედ მარშრუტების და გადაადგილებების შემაშინებელი, და, ბოდიში და, ცოლის საჯდომზე კადრების “გაკრუპნებების” დამცინავი ვიდეოები იყო საჭირო;
  არც ერთხელ არ მიცდია ამ მანქანის ჩემი ოჯახის მიერ ფლობა-სარგებლობის (საკუთრება არასდროს ყოფილა ჩვენი) ან დამალვა, ან მანქანის გადამალვა, ან დაბრუნება და კვალის სრულიდ წაშლა. კადრები რუსთავი 2დან წამოსვლიდან კარგა ხნის შემდეგაა გადაღებული, ხოლო მანქანა დავაბრუნე მას შემდეგ, რაც კონტრაქტის პირობები ვერ დავიცავი და მივხვდი, რომ ვერ გამოვისყიდდი.
  ვიდეო ჯარიმები, რაც იგივეს ადასტურებს და არის კიდევაც საქმეში.
მაგრამ არა – უნდა მენახა, როგორ აგროვებენ დოსიეს ჩემი შვილების გადაადგილებაზე და მარშრუტებზე. ამიტომ, “ლეგიტიმურობა” (თუ ქართულ სასამართლოს საერთოდ დარჩა უნარი ამგვარი რამ შესძინოს ნებისმიერ ნაბეჭდ ტექსტს) და მათი ჩემთვის გამოგზავნა, პირიქით, განსაკუთრებულ ცინიზმს სძენს ამ ყველაფერს.
შვილების უსაფრთხოების შიშის თანმხლებად, ცხოვრებაში პირველად, გამიჩნდა შიში, არ დავიწყო ფიქრი იმაზე, რომ ვავნო სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მაგალითად, პროკურორ ზვიად გუბელაძის, ვინც ამ კაციჭამიობის შესასრულებლად გაისარჯა და სასამართლოში სისტემატურად შექონდა თვალთვალის არა მარტო დაწყების, არამედ გაგრძელების პერვერსიული მოთხოვნები. მაგალითად, მოსამართლეების გიორგი კერატიშვილის და ეკატერინე კულულაშვილის, ვინც ყოველგვარი შეკითხვების და რევიზიის გარეშე, ჩემს მცირეწლოვან შვილებს სისტემატურად უშვებდნენ ინკვიზიციაში.
აი, ივანიშვილის განადგურების სურვილი კი, არც ახლა გამჩენია, ამ სურვილის არც მეშინია და არც მრცხვენია. პირიქით, ვამაყობ, ჩემი სამშობლოს მთავარი მტერი რომ ასე უკანმოუხედავად და უაპელაციოდ მძულს. არც დავღლილვარ და არც დავიღლები მისი განადგურების საქმეში და, არც თავმდაბლობას ვაპირებ – 3 ადამიანიც არ ვიცი ქვეყანაში, ამ საქმეში ჩემზე მეტი გაეკეთებინოს ან შეეძლოს, გააკეთოს. 3 ადამიანიც არ ვიცი ამ ქვეყანაში, ამ წლების განმავლობაში, ჩემსავით შეძლებოდა მისი არაერთგზის დამარცხება შიშველი ხელებით, მხურვალე გულით, მართალი სიტყვით და, ხშირად მცდარი, მგრამ გულწრფელი ქცევებით. ხო, და თან, ცალი ფეხით მუდმივად ციხეში.
მაგრამ ამ წყეულმა “ივანიშვილის განადგურებამ”, ამასობაში, პირველად დაიწყო ფიზიკური განადგურების კონტურების შეძენა. შანტაჟის დროსაც არ ვყოფილვარ ამ კონდიციასთან ახლოსაც კი. ამ შეგრძნების მეშინია თუ არა, არ ვიცი, ჯერ ვერ ვაცნობიერებ, მაგრამ დანამდვილებით მრცხვენია მისი, მიჭირს საკუთარი თავისთვის მისი პატიება და ძალიან მაკნინებს საკუთარ თვალში იმის გააზრება, რომ ამგვარი რამის დაშვებას ეგრევე არ ბლოკავს ჩემი მორალი. ამ მხრივ, ვერც ვერაფერს ვცვლი და ვხვდები, რომ დიდი ალბათობით, ამას ვერც ვერასდროს მოვერევი. და მართლა მეშინია, რომ გუშინდელი დღიდან მოყოლებული, ცხოვრების მთავარ მიზნად მექცა, ამ მანიაკ კაციჭამიას თუნდაც ღრმა სიბერეშიც კი ამოვხადო სული.
მხოლოდ ერთი რამე ვიცი დაზუსტებით – ივანიშვილის შვილებზე ჩემი ეს საზარელი (ჩემთვისვე) შეგრძნებები არასდროს გავრცელდება. არასდროს. ეს სრულიად გამორიცხულია და ამას ინტელექტუალურად კი არ ვასკვნი მხოლოდ, ემოციურადაც უზუსტესად ვგრძნობ. მეტსაც გეტყვით, საჭირო რომ გახდეს (არ გახდება, ცხადია), მაგალითად, იმ უსაყვარლესი თეთრი პატარა ბიჭისთვის ნასროლ ტყვიას გადავეფარო, უყოყმანოდ ეგრე ვიზამ. ვიზამ ისე, რომ წამის მეათედი ფიქრიც არ დამჭირდება, ვიზამ ინსტინქტის დონეზე. არც კი გამახსენდება, ვისი შვილია. რომც გამახსენდეს – არაფერი შეიცვლება.
რომ დავაჯამო: ჩემი ოჯახი რომ მუდმივი ეგზისტენციალური რისკის ქვეშაა ივანიშვილის მხრიდან, ისე, როგორც ალბათ არც ერთი ოჯახი ამ ქვეყანაში, ეს ისედაც სულ ვიცი. ეს არა ერთადერთი, მაგრამ, ნამდვილად იყო 2016 წელს მათი ამერიკაში დროებით წასვლის უმთავრესი მიზეზი. რაღაც ეტაპზე, ეს შეუძლებელი გახდა (ვეღარც ემოციურად გავქაჩეთ და ვეღარც ფინანსურად) და ისევ დაბრუნდნენ. სულ ვიცითქო, კი ვამბობ, მაგრამ გუშინ კაფანდარა ქექე რომ დავინახე ვიდეოზე, ეს შიში პირველად მატერიალიზდა ასე ცხადად. და უარესი – ზუსტად მივხვდი, რა გზავნილიც იყო ეს “პაატას თავი” (მე ჯერ ივანიშვილის გზავნილის ზუსტად გაგება არასდროს შემშლია) – ეს არ არის შენი შიშების მატერიალიზაციის დასასრული, უარესს ელოდე, – აი, ეს მითხრეს. უკვე მეორედ და უკვე უფრო ცხადად.
დიახ, “უარესს ელოდე”, – მითხრა ივანიშვილმა ჩემს ბავშვებზე. ვიზეც და რაზეც არ უნდა ეთქვა (და უთქვამს), მხოლოდ ანალიტიკურ მასალად გამოვიყენებდი ამ გზავნილს, დასკვნის გასაკეთებლად, რითი შევაშინე ამჯერად და როგორ შევაშინო კიდევ უფრო მეტად. ახლა კი ასე ვერ და არ მოვიქცევი. ჩემი შვილები უნდა დავიცვა, დავიცვა, როგორც მამამ, ადამიანმა და მათ წინაშე ყველაზე უფრო ვალდებულმა. უფრო ზუსტად კი, ჩემი შვილები უნდა გადავარჩინო. ამ ქვეყანაში კი ეს შესაძლებელი ნამდვილდ არ არის.
უდიდესი ბოდიში, აი, ყველაზე დიდი, რაც შემიძლია, რომ მოვიხადო. მაგრამ ბოლომდე გულწრფელი ვიქნები: ვერც იმ საზოგადობის იმედი მექნება, ვისაც ჩემი შვილების უსაფრთხოების დარდი კი არა, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ საკუთარი სამშობლოს ღირსების და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ვერ გამოიყურება, რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელოდ. მაპატიეთ, არაფრით არ გჯობივართ, მეც ერთერთი თქვენგანი ვარ. უბრალოდ, ახლა მამა ლაპარაკობს საკუთარ შვილებზე და ალბათ გამიგებთ.
ps როგორ, სად და რანაირად, მოგვიანებით დავწერ. მანამდე, ძალიან გთხოვთ, ნუ შემაწუხებთ შეკითხვებით. თანაც, არც პასუხები მაქვს ამ ეტაპზე და არც ლაპარაკის თავი. მაპატიეთ.
pps პროკურატურას და სასამართლოს მივმართავ: მართლმსაჯულებისგან გადამალვას და გაქცვას ნამდვილდ არ ვაპირებ. სასამართლოშიც მოვალ. ციხეშიც ჩავჯდები. ივანიშვილსაც გავანადგურებ.