ივანიშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება, რომელსაც პარტიაშიც კი არ ელოდნელ…

loading…

გავრცელებული ინფორმაციით მმართველ პარტიაში აქტიურად განიხილება ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში მოქმედი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას კანდიდატურის დაწყება.

გიორგი გახარიას მერის არჩევნების დროს ზუგდიდი ჰქონდა ჩაბარებული და ზუგდიდის მოქმედი მერის დაყენება არჩევნებზე სწორედ მისი რეკომენდაციით იქნა წარდგენილი.

გახარია ზუგდიდში მაჟორიტარად წარადგინეს 2020 საპარლამენტო არჩევნებზე, თბილისთან ერთად ზუგდიდის მაჟორიტარობა პოლიტიკური ფრონტის წინა ხაზი იქნება.

ამავე ინფორმაცის თანახმად იუსტიციის მოქმედი და უცვლელი მინსტრი თეა წულუკიანი ისევ ნაძალადევის რაიონში იქნება მაჟორიტარად წარდგენილი. არაოფიციალური ინფორმაციით სწორედ წულუკიანს განიხილავს მომავალ პარლამენტში, ივანიშვილი პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ.

რაც შეხება მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს, თალაკვაძეს ჩვენი ინფორამციით პარტიას მშობლიურ გურიაში ახლა უკვე სამი გაერთიანებული რაიონის ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მაჟორიტარად წარადგენს.

ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საარჩევნო ოლქს, რომელშიც 5 რაიონი – ონი-ამბროლაური-ცაგერი-ლენტეხი და მესტია შედის მმართველი პარტიის ერთი ნაწილი, შსს მინისტრის პირველ მოადგილეს კახაბერ საბანაძეს უჭერს მხარს, თუმცა მეორე ნაწილი ე.წ. კალაძის დაჯგუფება, გოჩა ენუქიძეს.

ჩვენი ინფორმაციით მიუხედავად არაერთი სკანდალისა “ოცნება”, ახაქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარად ენზელ მკოიანს უჭერს მხარს და სწორედ მას წარადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით თითქმის გადაწყვეტილია, რომ “მეამბოხე მაჟორიტარს” რომელმაც, როგორც ოპოზიციაში ამბობენ ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩააგდო – დიმიტრი ხუნდაძეს მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის მაჟორიტარად წარადგენენ და ის უშუალოდ ივანიშვილის კანდიდატურაა.

წყარო: “პირველი რადიო”

loading…

ამ წუთებში ვრცელდება სააკაშვილის და კალაძის დიალოგის ვიდეო კადრები – კალაძისგან ამას არავინ ელოდა…

loading…

2008 წელი, საპრეზიდენტო არჩევნებამდე…

loading…

ლადო ბედუკაძე ნიკა გვარამიას ემუქრება – “გავუნგრევ თავ-ყბას”

loading…

ციხის კადრების ავტორი, ლადო ბედუკაძე, პოლიციამ განმეორებით განხორციელებული თავდასხმისთვის გვიან ღამით გამოკითხა.

ბედუკაძეს გამომძიებლები დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმ ინცინდენტისთვის კითხავდნენ, რომელიც მას „ინტერპრესნიუსის“ და „პალიტრანიუსის“ მიერ ინტერვიუს ჩაწერის დროს შეემთხვა, როცა მას უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სანთებელა ესროლა.

ბედუკაძე თავდასხმათა სერიის გაგრძელებას არ გამორიცხავს და აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრობას“ აკისრებს.

“ეს არის წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. სხვა მტერი ამ ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, არ მყავს. სააკაშვილის სექტის წარმომადგენლები დღეს არიან მელია, გონებაჩლუნგი საზოგადოება, ვაშაძე და მსგავსი პერსონაჟები. სისულელე მოიგონეს საერთოდ. წამებული დედა, სამი წელია ჩივისო, რას ჩივის. თენგიზ ნაზღაიძის დედა იცავს შვილის ინტერესებს. მომიკითხეთ გვარამია, გამოვიდეს სადაც უნდა, გავუნგრევ თავ-ყბას. დიახაც, ვემუქრები“, – განაცხადა ბედუკაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლადო ბედუკაძეს რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან ორჯერ დაესხნენ თავს. პირველად ის ნაცემი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მალევე დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ, მაშინ როცა ბედუკაძე „ინტერპრესნიუსს“ და „პალიტრანიუსს“ ინტერვიუს აძლევდა, ბედუკაძეს მოქალაქემ სანთებელა ესროლა.

15.02.2019

loading…

სკანდალური ინფრომაცია, ამ წუთებში ხდება ცნობილი “ბატონო ირაკლი, მალე გრანდიოზული საბოტაჟი გემუქრებათ”

loading…

შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის მეთაური დავით ნემსაძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს:,,ეჰ ბატონო ირაკლი თქვენი დამნაშავე ხელქვეითების ნებაზე თუ მართეთ უწყება გრანდიოზული გეგმების მაგივრად გრანდიოზულ საბოტაჟს ვერ ასცდებით.
გოგიტა ფარცვანია წინა ხელისუფლების მიერ ნაწამები ომის მონაწილე ოფიცერია.

შეგახსენებთ მის სიტყვებს საწამებელში ,, გლდანის ციხეში ისე გვცემდნენ ჩვენი სისხლით ვანის ტრაპები ივსებოდა”
ეს ის ოცმეთაურია რომელსაც ბატალიონის დაშლა დააბრალეს. დიდი ფილოსოფია და სამხედრო განათლება არ უნდა იმას რომ ოცი კაცის მეთაური ათასხუთას კაცს ვერ დაშლის. 
უნდოდათ და დაიჭირეს – ბატონო ირაკლი ასე მოიქცნენ თქვენი დღევანდელი ხელქვეითები. რატომღაც მაშინ როგორც თქვენ დროს ისინი ასე ცინიკურად წყვეტდნენ ადამიანთა ბედს, გოგიტა ფარცვანია ციხიდან ფსიქოლოგიური პრობლემებით გამოვიდა ბოლომდე განადგურებული კაცს სახლში მიუარდნენ და უთხრეს
– ,,თუ ხმას ამოიღებ ისევ იქ დაგაბრუნებთო”
რომ არ გთვლიდე კაცურ კაცად სხვა ტონითაც მოგმართავდი, რბილად რომ გითხრათ ახლა რასაც გეტყვით არათუ თქვენს წარმოებულ პოლიტიკას ვნებს არამედ თქვენს პერსონას ანულებს გამოყავს ის მატყუადა და მხოლოდ სიტყვით მოსაქმედ- მე ვიცი ეს ასე არაა მაგრამ ხალხს ,,ფიცის სწამს ბოლო კი აკვირვებს”.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ გოგიტა ფარცვანია ტიპიურ მონად მუშაობდა, სააკაშვილის ქუთაისური პარლამენტის მშენებლობაზე სადაც დღეში 20 ლარს აძლევდნენ აქედან 10 ლარი ხონიდან მგზავრობისთვის გზაში უნდოდა ხოლო ე.წ. პრარაბები დღეში მინიმუმ 5 ლარს ჯარიმას ადებდნენ ყველას მათშორის გოგიტასაც გამოდის რომ დღეში 5 ლარად მუშაობდა.
როგორია არა ორი შვილის მამა, ომის ვეტერანი და გლდანის ჯურღმულებს გამოვლილი კაცი.
არადა რამხელა იმედით უნდა შეხვედროდა ხელისუფლების ცვლილებას. 
ალბად შორს წამიყვანს იმაზე საუბარი რომ თქვენს მიერ კორუფციის გამო მოხსნილმა მინისტრმა ალასანიამ და არც სხვა მისმა შემდეგ მორბედმა ამ კაცს რეაბილიტაციის უფლება არ მისცე.
ჯანდაბას ყოველი თავდაცვაში ჩაბუდებულ მკვლელებს მათი მოკლულის და გაცოცხლებული გვამის ხილვა რომ არ სურდათ გასაგებია.
ოცნებების გაცუდებაზე და გაცრუებაზეც საუბარს არ მოვყვები.
ერთადერთი რამ ვთხოვე გენერალ შავლეგო ტაბატაძეს იქნებ ეგ ნაწამები ბიჭი სადმე დაასაქმო ბოლო ბოლო ვეტერანიათქო- მაშინ იმერეთის გუბერნატორად იყო ერთადერთი კაცია ვინც სიტყვა შეინახა ადგა და ფაროსანების ბრძოლის სამსახურში მძღოლად დაასაქმა.
ამის გამო მადლობას ვერავის ვეტყვი , საწყალი ბიჭი მუხლზე დაჩოქილი ილოცებოდა თავი ადამიანად ვიგრძენიო ბოლოს ვთხოვე შავლეგოს იქნებ მისი გამოცდილება არ დავკარგოთ ჯარში თუ არ აბრუნებენ მისი დამჭერები იქნებ რეზერვში მაინც მიღოთ მეთქი.
ფაროსანებთან პრევენციული ბრძოლა 6 თვიანი იყო ასე რომ დამთავრდა მისი სეზონური სამუშაოც, ეგონა რეზერვში მიიღებდნენ დარეკეს და უთხრეს კიდეც ჩარიცხული ხარო მაგრამ უცებ მაგიურმა ხელმა ჩაჩიბაიას თამადობით ისევ დარეკა საჭირო ადგილზე და უკვე მეორე ზარით აცნობეს ,,შენი ადგილი ჩვენთან არ არისო”.
სიტუაციას ვერაფრით ვერ შევარბილებ და პირდაპირ გეკითხებით ,,გენერალ ფ&&& წოდებული ლელა ჩიქოვანის ადგილი გაქვთ უწყებაში რომელის მოხსნაც ამერიკდლებმა არ დაგანებეს რომელმა ქალმაც კაბინეტში მიისაკუთრა უმაღლესი სამხედრო ჩინი მისი შვილი დაასაქმა უშიშროებაში, მისი და და სიძე თავდაცვის სამინისტროში, მისი დის შვილის ნათლია მინისტრის აპარატის უფროსად და ნაომარი რეპრესირებული და ნაწამები გოგიტა ფარცვანიას ადგილი არ გააქვთ?
გაერკვიეთ რახდება თქვენს უწყებაში ძირს ლაფართქით კი არა ბულდოზერით გითხრიან- ასე კი დიდი რეზერვის მაგივრად დიდ საბოტაჟს მიიღებთ. ჯარს არ მოსწონს ის რაც ხდება, ჯარში არასოდეს არაფერი არ იმალება.
და ჩემი მეგობრული რჩევა იქნება ფაქიზად შეამოწმოთ მოცემული რჩევები თქვენი ,,კეთილის მსურველების” რადგან ეროვნული ხელისუფლების მტრები მასზე ტყვიის მსროლელები და ყველა თავდაცვის მინისტრს მორგებული ტიპები ვერანაირი დროშები და ტრაფარეტები ვერ იქნებიან.
ვეტერანთა დეპარტამენტი თუ რაღაც სამსახური მის ადგილზე რომ იყოს მაშინ ამ მომართვის ადრესატი თქვენ არ იქნებოდით იქედან მხოლოდ იმ უპასუხისმგებლო ხალხს ვხედავ რომლებიც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის თავს დებდნენ ხოლო მოგვიანებით მის მიერ შეწყალებული პედოფილის და მკვლელის საქმეზე პოზიცია თურმე ვერ გამოხატეს.
მართლა არ ვარ თქვენი მტერი პირიქით მხარდამჭერიც ვარ მაგრამ ვერც თქვენი დამნაშავე ხელქვეითების მოღალატეობტივ ქმედებაზე ვერ დავხუჭავ თვალებს.
რაც გითხარით პატივისცემით და ჩემი ერის სიყვარულით გითხარით. შემეძლო საერთო მეგობრისთვის დამერეკა მაგრამ რაც პირდაპირაა სათქმელი შენი ერის ზურგს უკან არუნდა იკადრო.
თქვენ გმტრობენ საკუთარი უწყებიდან – ამ ეტაპზე მე მეტს არაფერს არ ვიტყვი.
P.S. მარსელში ვარ აქაურ სმხედრო ვეტერანს მოუყევი რასაც თქვენ საჯაროდ მოგმართავთ.
თვალები ცრემლებით გაევსო მეორე დღეს მოვიდა და საგანგებოდ მითხრა ,,ეს ღალატიაო”
სამწუხაროდ ვეთანხმები გთხოვთ უნებლიეთ არ გახდეთ ამ შეთქმულების მონაწილე.
პატივისცემით შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, სამშობლოდან პოლიტიკური ნიშნით დევნილი ორგანიზაცია შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის მეთაური დავით ნემსაძე.”

loading…

2019წ.

ცოტა ხნის წინ სანდრა რულოვსმა ყველასთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა!

loading…

მჯერა, მიშა რამდენიმე კვირის ან თვის ამბავია, ვიდრე ქართულ მიწაზე ღირსეულად დადგამს ფეხს“, – მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს არ დაუმსახურებიათ იცხოვრონ ისეთ გაჭირვებაში, როგორიცაა დღეს ქვეყანაში.
რულოვსმა აღნიშნა, რომ 7 წელია საქართველოდან უსამართლო დევნის პირობებში, მიხეილ სააკაშვილი შორიდან ქმნის აქ პოლიტიკურ ამინდს.
„ორთვიანმა თავდაუზოგავმა ბრძოლამ ზუგდიდში, რომელშიც აქტიურად შემომიერთდნენ ადამიანები, ვისაც ჩემი გამარჯვების სწამდა, თავისი ირიბი შედეგი გამოიღო. ხალხმა ცხადად დაინახა, რა თავხედურად ართმევს მას გამარჯვებას ივანიშვილი – მისთვისვე მოპარული ფულით, სუს-ის და კრიმინალების გამოყენებით.
არჩევნებად მონათლულმა სუს-ის ამ სპეცოპერაციამ, საქართველოს ყველა მოაზროვნე მოქალაქე დაარწმუნა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რადგან ასე გარდაუვალია – უარესი სიღატაკე, უარესი განუკითხაობა, უარესი შეურაცხყოფა.
ჩვენს ხალხს არ დაუმსახურებია იცხოვროს ისეთ გაჭირვებასა და უუფლებობაში, როგორიც ვნახეთ ზუგდიდში და რაც არის მთელს საქართველოში. მოთმინების ფიალა ივსება. უკვე იგრძნობა, რომ ხალხი უფრო და უფრო ძლიერი საპროტესტო ხმით დაიცავს საკუთარ უფლებებს. ამის ნიშნებს ვხედავთ ყველგან.
მოქალაქეების ძირითადი უფლებების შელახვით პროტესტს კი ვერ აქრობენ, აძლიერებენ. ასეთ პირობებში კი ხალხი აუცილებად დაიძვრება შუშის სასახლისკენ, ივანიშვილისთვის იმის სათქმელად, რომ მისი ხელისუფლების დრო ამოიწურა და, რომ ცვლილება მართლაც სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებით უნდა გაფორმდეს. მე აუცილებლად ვიქნები ამ საერთო ეროვნულ ბრძოლაში, როგორც ქართველი ვაჟების დედა და ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული რიგითი მოქალაქე!
საქართველოს თავისი უალტერნატივო ლიდერი და პატრონი ჰყავს და ჩემი სახით არ სჭირდება დროებითი შემცვლელი. ლამის 7 წელია ვხედავთ, რომ საქართველოდან უსამართლო დევნის პირობებში, მიშა შორიდან ქმნის აქ პოლიტიკურ ამინდს და ყოველდღიურ რეჟიმში გვიჩვენებს, თუ როგორ სწამს, როგორ სჯერა ამ ქვეყნის პოტენციალისა და მისი თავისუფალი მომავლის, როგორც იბრძვის ამისთვის, ახლა უკვე სამშობლოში დასაბრუნებელ ემიგრანტებთან ერთად. მჯერა, რამდენიმე კვირის ან თვის ამბავია მანამ, სანამ ქართულ მიწაზე ღირსეულად დადგამს ფეხს! რაც შეეხება პრეზიდენტად დანიშნულ ამ გაუგებრობას, დარწმუნებული ვარ, მასაც ხალხი მიუთითებს სახლისკენ იმავე ჩექმებით სწრაფი ნაბიჯებით სვლას, რომლებითაც შეაბიჯა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში“, -წერს სანდრა რულოვსი.

loading…

ვლადიმერ პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო შეხვედრის დეტალები

loading…

ძალიან გაბრაზებული ყოფილა ვლადიმერ პუტინი, ძალიან გაბრაზებული, გაცეცხლებული, თურმე ადგილს ვერ პოულობს, ღამ-ღამობით კედლებზე დადის და იფურთხება. თან პერიოდულად მობილურზე რეკავს და ბიძინა ივანიშვილს აგინებს: მე შენი ასე და ისე, აქამდე რატომ ვერ დააპატიმრე მიხეილ სააკაშვილიო?! ივანიშვილი თავს იმართლებს, რა ვქნა, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, თავის დროზე პეტრომ შეიფარა, ეხლა კიდევ დადის აეგრე უპასპორტოდ, შენც ხომ იცი, რომ მაგას მაკკეინი აფარებდა ხელსაო!

თურმე ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს არაფრის გაგონება აღარ სურს – არ მაინტერესებსო, პეტროც მკიდია და მაკკეინიცო, 10 სექტემბრამდე თუ არ დაიჭერ სააკაშვილს, მთლიანად გადავბუგავ საქართველოს ტყეებსო. არა, ხომ გადავბუგე, უარესს ვიზამო, სოლოლაკსაც შევუნთებ ცეცხლსა ქვემოდანო.

რას ბრძანებთ? საიდან ვიცი ეს ყველაფერი? ეეეჰ, თქვენც ხართ, რააა! საიდან ვიცი და „ნაციონალები“ ლაპარაკობენ, მაგათ ყველაფერი ხუთიანზე იციან. მაგათი მტკიცებით, ისეთ შავ დღეში ყოფილა ბიძინა ივანიშვილი, ისეთ შავ დღეში, მეტი არ შეიძლება. პოროშენკოსთვის უთქვამს, თუ ძმა ხარ, მგონი, 10-ში შენთან მოდის და იქნებ როგორმე სტაცო ხელიო. იმას უთქვამს, ძლივს გავაგდე აქედან, ვეღარ შემოვუშვებო. თუ გვირაბი გათხარა და მაინც შემოიპარა, მაშინ დავაპატიმრებ და შენ გამოგიგზავნიო. ნუ, ეხლა ბატონ ბიძინას თურმე ძაანაც არ უნდა სააკას წამოყვანა, მაგრამ სხვა გზა აღარ აქვს, კრემლიდან ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი უკეთებს „ნაჟიმს“. არა, გასაგებია, ძმაო, შენ შენი ინტერესები გაქვს, მაგრამ დღეში ცხრაჯერ დარეკვა და გინება რაღაა?!

მოკლედ, „ნაცები“ კიდე ისეთ რამეებს ამბობენ, შეიძლება არც დაიჯეროთ, მაგრამ მაგათ ნათქვამს რომ წვეთი არ გაუვა, ესეც ხომ იცით? სხვათა შორის, ხშირად არ იჯერებთ და მერე მართლები აღმოჩნდებიან ხოლმე. ჰოდა, ისაო, ამას წინებზე ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი და ბიძინა გრიგოლიჩი ერთმანეთს საიდუმლოდ შეხვდნენ ერთ-ერთ „პივნოიშიო“. რაც მართალია, მართალია, კაცურად მოქცეულა ვლადიმეროვიჩი, მთელი დანახარჯი იმას გადაუხდია. თვითონ დაუპატიჟებია გრიგოლიჩი და აბა, რა უნდა ექნა? კი დაუწუწუნია, მთელი ერთი თვის ხელფასი აქ დავტოვეო, მაგრამ  მოვიფიქრებ რამესო. ჰოდა, „პივნოიში“ დაუდვია ბატონ ბიძინას პირობა, სააკაშვილს დავიჭერ და ისე დავსჯი, შენ რომ მოგეწონება, არ ვაპატიებ, თავის დროზე „ლილიპუტინს“ რომ გეძახდაო. ვოვას უთქვამს, შენც არანაკლებ გამკობს რაღაც ეპიტეთებითო, მარტო ჩემს გამო არ უნდა დასაჯოვო. კი, კი, აუცილებლად, მაგას ისე გავუხდი საქმეს, საერთოდ დარჩეს ჰაერში და აუცილებლად დავიჭერო. აი, ეს პირობა ჭიანურდება თურმე ძალიან, „პივნოიში“ შეხვედრის შემდეგ თვეზე მეტი გასულა.

loading…

p.s. არ გჯერათ, ხომ? რავი, აბა, არც მე მჯერა, მაგრამ მეგი რომ ამბობს, ნუგზარა რომ ამბობს, მაია რომ ამბობს, კობაიე რომ ამბობს, ბარამა რომ ამბობს და კიდევ… ათასი ოხერი და მამაძაღლი რომ ამბობს, რაფერ არ დავიჯერო? ეგ კი არა, რამდენიმე დღის წინ „ნაციონალმა“ შაქრომ მითხრა კახეთში, ნაღდად ეგრე ყოფილა, წვეთი არ გაუვაო.

“ამ კანონით “გემაროი” მოიცილეთ – სასულიერო პირის ფარული ჩანაწერი, რომელიც ახლახანს ხდება ცნობილი

loading…
loading…

ჟირინოვსკი ამჯერად სააკაშვილს მიადგა – ცინიკური განცხადება, რომელსაც ბევრი ვერ მოითმენდა…

loading…

რუსეთის “ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარემ და პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს “ნარინჯისფერი რევოლუციების ლენინი” უწოდა.

“ის სიბრალულს იმსახურებს. მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი ყველა ნარინჯისფერი რევოლუციის ორგანიზატორია. თეორეტიკოსი ჯინ შარპი რამდენიმე ხნის წინ მოკვდა, ხოლო სააკაშვილი ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ. ის პრაქტიკოსია, ნარინჯისფერი რევოლუციების ლენინია”, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.

loading…

როგორ ეხმარება ემიგრანტებს სააკაშვილი – აქამდე უცნობი და ემოციური ამბავი

loading…

ერთხელ როცა სააკაშვილი ამერიკაში ემიგრანტებს ხვდებოდა, მასთან ახლად ჩამოსული ქართველი ემიგრანტი მივიდა და შესჩივლა რომ მის ოჯახს ღამის გასათევებელი ადგილიც არ ქონდა ამერიკაში და იქნებ ფინანსურად დახმარებოდა პრეზიდენტი .

პრეზიდენტმა თავი უხერხულად იგრძნო , ქალბატონს მოუბოდიშა და უთხრა რომ მას ფული არ ქონდა იმ წუთას რომ დახმარებოდა, თუმცა შეპირდა რომ დაახლოებით სამ დღეში ექნება და აუცილებლად შეეწეოდა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამ დღეში ორი ლექცია ჩაატარა ქალბატონის დასახმარებლად და 8000$ -ი რაც გამოიმუშავა, მთლიანად ამ ქალბატონის ოჯახს აჩუქა, რაც არასდროს გახმაურებულა. 

loading…

სასწრაფოდ! ამის ყველას ეშინოდა – მიხეილ სააკაშვილს ლიკვიდაცია ემუქრება…

loading…

ბუბა კიკაბიძემ რუსულ გაზეთ “გორდონის ბულვარისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შიშობს, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას შეუკვეთავენ.
კიკაბიძე რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და აგვისტოს მოვლენების შემდეგ, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
მისივე თქმით, იგი დადებითად აფასებს ნინო ბურჯანაძის პიროვნებას, თუმცა აქვე დასძენს, რომ არ შეიძლება რუსეთი ცდილობდეს, საქართველოს ხელისუფალი მისთვის უფრო მისაღები პირით შეცვალოს.

– მომწონს თუ არა სააკაშვილი, ეს ჩემი პრობლემაა. მე არასდროს გავაკრიტიკებ სხვა ქვეყნის ხელისუფალს, ვინაიდან ეს შეურაცხმყოფელია უშუალოდ იმ ხალხისა და მათი არჩევანისთვის. პუტინმა უკვე შეიძინა ახალი სახელი, მას რუსეთის პრეზიდენტის სააქციო საზოგადოების გენერალურ დირექტორს უწოდებენ. სადამდე გაგრძელდება ასეთი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, არ ვიცი.

მე, მაგალითად, ვშიშობ, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა არ შეუკვეთონ,განაცხადა კიკაბიძემ.

loading…