მე ვდებ პირობას, როდესაც ოპოზიცია გაიმარჯვებს მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს თავის ქვეყანაში

loading…

ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს თავის ქვეყანაში!

დიანა ტრაპაიძე:

„სააკაშვილის განწყობა კანით იგრძენით თქვენზე?“

გიორგი ვაშაძე:

„მიხეილ სააკაშვილს მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, რომ ჩემი მისამართით არაეთხელ პოზიტიური სიტყვები უთქვამს, თუნდაც პრემიერობასთან დაკავშირებით.

მაგრამ მე არ გამოვსულვარ და არ მითქვამს, რომ ეს ასეა!

მე და მიშას იმდენი საერთო გავქვს და იმდენი სინერგია გვაქვს ქმედებებში და იმ იდეებში, რომელიც გასაკეთებელია ქვეყანაში.

მოდით, ღიად ვთქვათ:

მე ვარ იმ ადამიანების თაობა, რომელსაც 23-25 წლის ასაკში მიხეილ სააკაშვილმა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი თავის რეალიზება მომეხდინა ქვეყანაში.

სწორედ ასეთი მიდგომა გვჭირდება, როცა ახალ ადამიანებს აქვთ თავისი თავის რეალიზების საშუალება;

მასთან პროფესიონალიზმი, პატიოსნება, სამშობლოს სიყვარული ფასდება; მე ამ ადამიანს ამიტომ ვაფასებ.

მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ისე კარგად ესმოდეს მიხეილ სააკაშვილის, როგორც მე. დარწმუნებული ვარ, ასე ესმის ჩემიც.

მიხეილ სააკაშვილი დღეს რომ საქართველოში იყოს, საერთოდ არ გვექნებოდა დისკუსია და პრობლემები ამ საკითხებთან დაკავშირებით.

ის არის ადამიანი, რომელიც რაც არის კარგი საერთო საქმისთვის იმას გააკეთებს.

მე ვდებ იმ პირობას, რომ ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა;

როდესაც ოპოზიცია გაიმარჯვებს მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს და დაბრუნდეს თავის ქვეყანაში!

მე მინდა ამ ქვეყნის აღმშენებლობა და იქ ვიქნები, სადაც ამას ხალხი მოითხოვს! „

გიორგი ვაშაძე

loading…

გიორგი გაბუნია მიმართვას ავრცელებს – ეს მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს!

loading…

მე პოზიციას არ შევიცვლი, ჩემი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც იყო. რა თქმა უნდა, ბოდიშის მოხდაზე და მუხლებზე ხოხვაზე და ამაზე ლაპარაკიც ხომ უკვე ზედმეტია. ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ, კიდევ ერთხელ, არანაირი ბოდიშის მოხდას. პოზიცია ზუსტად ისეთი მაქვს, კიდევ ცოტა ვთქვი მაშინ, რაც ვთქვი პუტინზე, უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა. მეტს მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ, ჩემში ვერაფერს შევცვლი, აქ ისევ სახელმწიფომდე მიდის საქმე. სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე, – ამბობს გიორგი გაბუნია.

loading…

ამას არავინ ელოდა – ელისო კილაძე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

loading…
loading…

Nanuka Zhorzholiani დამემოწმება-წლებია დესტაბილიზაციის თემის განხილვისას,ერთ ერთ ვერსიად ცნობილი ადამიანის,მათ შორის ჟურნალისტის მკვლელობასაც განვიხილავდით !ამოცანა გვეკითხება-რატომ აწყობდა ქაოსი რუსეთს არჩევნების წინ ?!კადიროვის მომხრეები პანკისის ხეობაშიც არიან(გახსოვთ ალბათ კადიროვის სურათებით მსვლელობა),ჩვენი ქისტების გონიერების იმედი მაქვს

❤️

ასი ყური და ასი თვალი გვჭირდება !!!!#საფრთხედიდია! “

– წერს ელისო კილაძე სოც.ქსელში

ნიკა გვარამია გლდანის ციხეს ესტუმრა – პატიმრების რეაქცია ძალზედ საგანგაშოა

loading…

„მთავარი არხი“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ამბობს, რომ როდესაც შობის ღამეს ციხეში, დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად შევიდა, პატიმრებმა ე.წ „პრახოდი“ მოუწყვეს და მას შეურაცხყოფა მიაყენეს. გვარამია ამბობს იმასაც, რომ ასეთი შემთხვევა ადრეც მოხდა, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ფინანსური მაქინაციის და საბუთების  გაყალებების ბრალდებით დააკავეს.
„სამი კორპუსი დგას მიყოლებით და მეოთხე არის საავადმყოფოს კორპუსი, სამივე კორპუსიდან, ფრონტალური, გვერდითა და უკანა. როგორც კი გავდიოდი ბადრაგთან ერთად ამ მიმართულებას ე.წ „პრახოდი“ განმეორდა. არა ვარ მთლად უწყინარი ადამიანი, არ გინების სფეროში ვარ გამოუცდელი, მაგრამ მთლად ეგეთი სიტყვებიც არ გამიგია. არც საკუთარი და არც სხვისი მისამართით, რომ გითხრათ რომ მეწინა არა, რომ გითხრათ რომ სულ ერთი იყო ეს ყველაფერი – არა“,- ამბობს ნიკა გვარამია.

loading…

ივანიშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება, რომელსაც პარტიაშიც კი არ ელოდნელ…

loading…

გავრცელებული ინფორმაციით მმართველ პარტიაში აქტიურად განიხილება ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში მოქმედი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას კანდიდატურის დაწყება.

გიორგი გახარიას მერის არჩევნების დროს ზუგდიდი ჰქონდა ჩაბარებული და ზუგდიდის მოქმედი მერის დაყენება არჩევნებზე სწორედ მისი რეკომენდაციით იქნა წარდგენილი.

გახარია ზუგდიდში მაჟორიტარად წარადგინეს 2020 საპარლამენტო არჩევნებზე, თბილისთან ერთად ზუგდიდის მაჟორიტარობა პოლიტიკური ფრონტის წინა ხაზი იქნება.

ამავე ინფორმაცის თანახმად იუსტიციის მოქმედი და უცვლელი მინსტრი თეა წულუკიანი ისევ ნაძალადევის რაიონში იქნება მაჟორიტარად წარდგენილი. არაოფიციალური ინფორმაციით სწორედ წულუკიანს განიხილავს მომავალ პარლამენტში, ივანიშვილი პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ.

რაც შეხება მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს, თალაკვაძეს ჩვენი ინფორამციით პარტიას მშობლიურ გურიაში ახლა უკვე სამი გაერთიანებული რაიონის ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მაჟორიტარად წარადგენს.

ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საარჩევნო ოლქს, რომელშიც 5 რაიონი – ონი-ამბროლაური-ცაგერი-ლენტეხი და მესტია შედის მმართველი პარტიის ერთი ნაწილი, შსს მინისტრის პირველ მოადგილეს კახაბერ საბანაძეს უჭერს მხარს, თუმცა მეორე ნაწილი ე.წ. კალაძის დაჯგუფება, გოჩა ენუქიძეს.

ჩვენი ინფორმაციით მიუხედავად არაერთი სკანდალისა “ოცნება”, ახაქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარად ენზელ მკოიანს უჭერს მხარს და სწორედ მას წარადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით თითქმის გადაწყვეტილია, რომ “მეამბოხე მაჟორიტარს” რომელმაც, როგორც ოპოზიციაში ამბობენ ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩააგდო – დიმიტრი ხუნდაძეს მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის მაჟორიტარად წარადგენენ და ის უშუალოდ ივანიშვილის კანდიდატურაა.

წყარო: “პირველი რადიო”

loading…

ბიძინა ივანიშვილის აღიარება და პასუხი ყველა კითხვას – კვირიკაშვილი…

loading…

მათ, ვინც არაფორმალურ მმართველობას მაბრალებს, არაფორმალურ მმართველობა საზოგადოებრივ კონტროლში ერევათ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი მასთან ფორმალურ ზარებს ახორციელებდა, ეკითხებოდა, რასაც შეძლებისდაგვარად პასუხობდა.

„არაფორმალურად არ ვმართავდი არც მთავრობას და მით უმეტეს, ხელისუფლებას. ამის კარგი მაგალითია ის, რომ საზოგადოებამ უკვე გაიგო – მე და კვირიკაშვილი მეგობრულად არ დავშორები​ვართ ერთმანეთს. აქ არის ეს კაცი და თქვას, რამდენად ვმართავდი და ვერეოდი მის ფუნქციებში. რა თქმა უნდა, ასე არ იყო. მცდელობაც კი არ მქონია. ძირითადი მცდელობა მქონდა სწორედ ეკონომიკის იმ ნაწილში, რომ ბანკებმა გადაჭამეს ქვეყანა და რეგულაციები უნდა შემოეღოთ, რასაც ვერაფრით ვერ მივაღწიეთ. მასთან დანარჩენ საკითხებში სხვა დაჟინებითი მოთხოვნები და ხშირი ზარები არ მქონია. თვითონ თუ რაღაც ფორმალურ ზარებს ახორციელებდა, მეკითხებოდა, მე შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი. არ არის ჩემი მეგობარი დღეს და ჰკითხონ, რამდენად ვმართავდი, თუ მქონდა მართვის მცდელობა – არავითარი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

loading…

სააკაშვილი უარს აცხადებს საქართველოში დაბრუნებაზე – ახლახანს გავრცელებული ინფორმაცია

loading…

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პირდაპირი ჩართვა ქონდა “პოლიტიკურ ბარში” და პასუხობს ახალგაზრდების კითხვებს:

“საქართველოში დაბრუნება არის ჩემი დიდი გეგმა, მაგრამ ეს გამოიწვევდა სისხლისღვრას, შიდა აშლილობას, რუსეთის რეაქციას.

როცა გადაწყვეტთ, რომ საჭირო ვარ, არ ვუფრხილდები ჩემს სიცოცხლეს, ნებისმიერ რისკს ავიღებ თავზე.

მე ვარ თქვენი მხარდამჭერი, მწვრთნელი.

ერთპიროვნული მმართველობაო – მოვედი სადმე, ჩამოვედი, ჩამოვჯექი?

8 წელია საქართველოში აღარ ვარ, რა დროს სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობაა, მივესალმები ახალ სახეებს.

2012 წელს მე მქონდა შეგრძნება რომ ვაგებდით, მაგრამ არ შემიჩერებია საარჩევნო პროცესი, არ გამიგდია ივანიშვილი ქვეყნიდან, ვაღიარე ეგზიტპოლების შედეგები ათ წუთში.

წყარო

loading…

ყველასთვის მოულოდნელი! ლევან რატიანის საგანგებო განცხადება, რომელიც ახლახანს ვრცელდება

loading…

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება, თუმცა ცნობილი რეანიმატოლოგი ამას თავად არ ადასტურებს.
კითხვაზე იქნება თუ არა საარჩევნოდ პარტიის სახე ლევან რატიანი აღნიშნავს:
„ექიმი ვარ და აპოლიტიკური ვარ!“
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ეს ლევან რატიანისთვის პირველი პოლიტიკური შეთავაზება არ არის.
მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დავით სერგეენკომ დატოვა, მის ადგილმონაცვლედ აქტიურად განიხილებოდა ეკატერინე ტიკარაძისა და ლევან რატიანის კანდიდატურა.
მაშინ, საბოლოო გადაწყვეტილება ეკატერინე ტიკარაძეზე სანდოობის ნიშნით შეჯერდა.
ინფორმაციის დადასტურების მიზნით, კითხვაზე განიხლიებოდა თუ არა ლევან რატიანის კანდიდატურა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, მას შემდეგ რაც დავით სერგეენკო გათავისუფლდა, რატიანმა პასუხის გაცემა არ ისურვა.

loading…

სანდრა რულოვსი ცოტნე გამსახურდიაზე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

loading…

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე სანდა რულოვსი ცოტნე გამსახურდიას დაჭრაში „პოლიტიკურ სარჩულს” ხედავს. ამის შესახებ სანდრა რულოვსმა ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადა, სადაც დაჭრილი გამსახურდიას სანახავად მივიდა.რულოვსის თქმით, ქვეყანაში რთული ვითარებაა.
“ჯერ არ მინახავს ექიმი, შემოვლაზეა. დაახლოებით ნახევარ საათში დავბრუნდები და მეტყვის როგორ არის ცოტნე გამსახურდია. მეც, დაახლოებით, თქვენსავით ვიცი, რომ ორი ოპერაცია გაუკეთდა ცოტნეს და საკმაოდ მძიმედ არის. რა თქმა უნდა, პოსტოპერაციული პერიოდი მნიშვნელოვანია და დიდი იმედი გვაქვს, რომ კარგად გამოვა ამ მდგომარეობიდან. ის ძალიან ძლიერი ბიჭია. რა თქმა უნდა, ცუდია რაც მოხდა. ცხადია, რომ ამას პოლიტიკური სარჩული აქვს. ძალიან ცუდ პერიოდში ვცხოვრობთ. ბოლო დღეებში ცუდად განვითარდა მოვლენები, მაგრამ არ მინდა, რომ პესიმიზმში ჩავიძიროთ, რადგან ეს არის ის, რაც ვერ გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. უნდა ვიყოთ ოპტიმისტები. ცოტნეც უნდა გამოვიდეს. გვინდა, რომ ყველგან, თბილისშიც და რეგიონებშიც ხალხი ოპტიმისტურად იყოს. მოვა დრო, რომ ამ ქვეყანაში უკეთესი განვითარება იქნება, რადგან ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება. ამ განუკითხაობაში, კრიმინალურ ვითარებაში, დაუსჯელობაში მიჭირს, მაგრამ მინდა ოპტიმისტად დავრჩე”, – განაცხადა რულოვსმა.
იგი არ გამორიცხავს, რომ გამსახურდიაზე თავდასხმა მისივე კრიტიკული მოსაზრების გამო მომხდარიყო.
“რა თქმა უნდა, ამას არ გამოვრიცხავ. თავად იტყვის, როცა მდგომარეობიდან გამოვა, რადგან ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც რამე დაინახა ან მოისმინა, მაგრამ ჩემთვის ცხადია, ზოგადად, დღევანდელ საქართველოში კლიმატია ასეთი, რომ ვისაც ოდნავ ოპოზიციური მიდგომა აქვს დღევანდელ პრორუსულ მთავრობასთან, ის დასასჯელია. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ და ბრძოლა გავაგრძელოთ ამ მავნებელ მთავრობასთან”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

loading…

გაავრცელეთ! სააკაშვილი მხარდამჭერების დახმარებას ითხოვს! მთელი ოპოზიცია ფეხზეა!

loading…

„მე არც გიჟი ვარ, მიუხედავად იმისა, რასაც მაბრალებენ და არც თვითმკვლელი. მე არ მითქვამს, რომ მე მინდა ეს სცენარი და მე არ მითქვამს, რომ მე მზად ვარ, პირდაპირ თავი გავყო იმაში, რასაც ისინი ამზადებენ. მაგრამ მაშინ, როდესაც ებრძვი ასეთ მონსტრს, როდესაც ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყო. როდესაც გიჟებმა საგიჟეთში ჩაკეტეს ექიმები, საქართველოსი ხელისუფლება მაგას მაგონებს და თამაშობენ ექიმობანას. ახლა მთავარია, ამ გიჟების განეიტრალება ტრაგედიების გარეშე, მსხვერპლის გარეშე და ძალადობის გარეშე,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “კვირის აქცენტებში” განაცხადა, რომ თუ საზოგადოება და ოპოზიცია იქნება მზად, უზრუნველყოს მისი თავისუფალი გადაადგილება 72 საათის განმავლობაში, ის მშვიდობიანი გზით შეცვლის ხელისუფლებას.
„იმ წუთში, როცა მე ჩავთვლი, რომ საქართველოს აქტიური ნაწილი და ოპოზიცია არის მზად, უზრუნველყოს ჩემი 72 საათიანი თავისუფალი გადაადგილება საქართველოში, მე გავჩნდები საქართველოში. ეს არის სცენარი მშვიდობიანი გზით მათი მოშორების,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ის მზად არის, ნებისმიერი სცენარისთვის, თუნდაც იმ სცენარისთვის, რაც დამართეს ზვიად გამსახურდიას ხიბულაში.

loading…